რეგიონები

კომპანია „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. ქართულ-ნიდერლანდურმა კონსორციუმმა „გეოჰოლდინგ & KSH“ კლასტერის კონცეფცია და სამუშაო გეგმა  მმართველი საბჭოს წევრებს წარუდგინა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.

სრულად...

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნაფოშტუში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბაძაღუოს უბანში სამეწარმეო ახალგაზრდული ცენტრი „ნიკოს ეზო“ (Niko’s space) გაიხსნა. აღნიშნული ცენტრი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრები და სტუმრად ჩამოსული ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და კულტურულ აქტივობებში.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან,  პიტერ ვიბლერთან ერთად  მარნეულში, სოფელ აზიზქედში, სანერგე მეურნეობა  „მზა ჩითილი“ გახსნა. 

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში" იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია.

სრულად...

დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული  გადაწყვეტილებით,  21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

მესტიისა და ლენჯერის გარდა, ზემო სვანეთში ყველა ადმინისტრაციული ერთეული შესაძლოა, 21 აგვისტოდან გაიხსნას. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებითი, განსაკუთრებული შეზღუდვები მოქმედებს, მოსახლეობისთვის პირადი ჰიგიენური საჭიროების ნივთების და საკვები პროდუქტის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი