ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ 40 ჰექტარზე გაშენებული კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გახსნეს.
10-12 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია. როგორც აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, მისი ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო. აქ ელჩი გაეცნო მუზეუმის შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა.
კოკისპირული წვიმის შედეგად ქალაქ ხობში საცხოვრებელ კორპუსებსა და დევნილთა ჩასახლებებში არსებულ ვითარებას, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და მერის წარმომადგნელი ქალაქ ხობში კობა თუთბერიძე გაეცნენ.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა.
ახალგაზრდობის სააგენტო, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა და მერის მოადგილე არტავაზდ ტონოიანმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ სპასოვკის პირუტყვის სასმელი წყლის აუზის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გონდრიოს მოსახლეობას შეხვდა და გზის მოასფალტებისას გაზსადენის დაზიანების შედეგად სოფლისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების საკითხის გადაჭრის პირობა დადო.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოებთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს ადგილზე გაეცნო ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი და მოსახლეობის გარკვეული მოთხოვნების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ წარმოქმნილი პრობლემების ნაწილი ადგილზევე მოგვარდა, ხოლო ნაწილის მოსაწესრიგებლად შესაბამის სამსახურებს მიმართავენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულში, რომელიც ზღვის დონიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ცივი დასახლებული პუნქტია (ზღვის დონიდან 1960 მ), გაზიფიცირების საკითხი გადაწყდა. ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, აღნიშნული საკითხის გადაჭრა კომპანია „ეს-ჯი-გაზ“-ის ხელმძღვანელობასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.