კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ნინოწმინდაში, ქუჩების ღია სივრცეების დეზინფექცია მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ცივზე ახალი ხიდი აშენდა. ხობის მერიის ცნობით, არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს.
2020 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პირველკურსელ სტუდენტთა საყურადღებოდ მესტიის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „პირველკურსელ სტუდენტთა თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში განცხადებების მიღება დაიწყო.
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასახლების კრებებსა და მოსახლეობასთან კონსულტაციაზე შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართა „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წელი ახალაშენებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განაახლეს. 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან დავით ფარცვანიასთან ერთად მოინახულა.
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან კონსულტაციაზე შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 542 678 ლარია.
ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა.
ხობის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.