რეგიონები

ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ოცდათორმეტი ოჯახისთვის კვების პროდუქტები ადგილობრივმა მეწარმემ ფრიდონ შონიამ შეიძინა.

სრულად...

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დეზინფიცირების სამუშაოები გძელდება. შპს „სახანძრო-სამაშველო სამსახურის“ და „ნინოწმინდის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის“ თანამშრომლების უშუალო ჩართულობოთ ქ. ნინოწმინდის ქუჩების მორეცხვა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოხდა. 

სრულად...

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რა რეჟიმიც დღესდღეობით არის მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ახლახან გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

ა.(ა).ი.პ. „მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების“ მიერ, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით შეძენილი კვების პროდუქტების გაცემა მიმდინარეობს.

სრულად...

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, ახალქალაქის მერი იური უნანიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი ახალქალაქში არსებული ვითარების გასაცნობად სუპერმარკეტებს, აფთიაქებს და სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს ესტუმრნენ, რათა გაერკვიათ, ხომ არ აქვს ადგილი ფასების ზრდას, საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და სასუქების ნაკლებობას. 

სრულად...

დღეს, ნინოწმინდის ჰაიოს-ქართლოსის ცენტრალურ პარკში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა, მოადგილეებმა - ალექსანდრე მიქელაძემ, არტავაზდ ტონოიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა.

სრულად...

9 აპრილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების და საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.

სრულად...

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ცნობილია ლენტეხში მცხოვრები მამაკაცის ინფიცირების წყარო, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. მისი თქმით, მამაკაცს ახალი კორონავირუსის დისგან გადაედო, ამ დროისთვის კი, ახლო კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის და წითელი ჯვრის მესტიის ფილიალის წამორმადგენლების მხარდაჭერით, კახა ფალიანის სახელობის სარებალიტაციო ცენტრის, შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა ვიზიტი იმ ოჯახებში, სადაც ცხოვრობენ ხანდაზმული ბენეფიციარები, რომლებსაც არ ყავთ ძირითადი მზრუნველი პირი და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, არ შეუძლიათ გადააადგილება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი