გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები: საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, მისი მოადგილე რაფი ორუჯოვი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა ონიანი, საკრებულოს ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები: ზურაბ მჭედლიშვილი, მიხეილ გედეხაური, ლევან ნიჟარაძე, გიორგი გურულიშვილი და გენადი იორდანაშვილი, „ქართული ოცნების“ ინიციატივას უერთდებიან და მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, კარანტინის წესებსა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გრძელდება.
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ოცი ოჯახისთვის საკვები პროდუქტები ადგილობრივმა მეწარმემ ტარიელ გულორდავამ შეიძინა. თითოეულ ოჯახს 80-80 ლარის ღირებულის პროდუქტების პაკეტი ტარიელ გულორდავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ მიუტანეს.
სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ხობის ჰოსპიტალში ,,ცხელების ცენტრი“ მოეწყო. ცხელების ცენტრში არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიასთან ერთად გაეცნო.
E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემა დაიწყო. პროდუქტების პაკეტს, ხობის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღის 1149 აღსაზრდელი მიიღებს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ნინოწმინდის მერიის ინიციატივით და ორგანიზებით, 30 მარტიდან ქალაქ ნინოწმინდაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სოფელბში ხმის გამაძლიერებელი აპარატურის მეშვეობით მოსახლეობას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სომხურ და ქართულ ენაზე რეკომენდაციებს აცნობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.