ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტის შესაბამისად კეთილმოეწყო საძინებელი და სათამაშო ოთახები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 12441 ლარი შეადგინა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. პრევენციული ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.
საქართველოს პარლამენტის წევრი ახალქალაქისა და ნინოწმინიდის მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანი ახალქალაქში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან - მერ იური უნანინათან და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანთან ერთად ა(ა)იპ-ებისა და სხვა სამასახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ახალი კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის თემაზე შეხვედრა გაიმართა.
დ. მესტიაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა, რომლის კომპლექსური რეაბილიტაციაც 2 თვის წინ დასრულდა.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პანიკა გამოიწვია იტალიელი ვიზიტორების სტუმრობამ, რომელთა მიმართაც გავრცელდა სხვადასხვა სახის არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანები იყვნენ „ახალი კორონავირუსის (COVID-19)“ მატარებლები.
საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან რეგიონში განხორციელებული სამუშაოებთან და კორონავისურის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოისმენს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა მანუჩარ მერებაშვილმა, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მუშაობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.