ახალქალაქის მერიის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ახალქალაქი-კარწახი-თურქეთის საზღვრამდე, საავტომობილო მაგისტრალზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია.
გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.
ვანში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის, ხისა და თუნუქის გადასახური მასალით უზრუნველყოფის პროცესი მიმდინარეობს, მასალის გაცემის პროცესს პირადად ხელმძღვანელობს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.
პროექტის „გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში დისტანციური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა მიიღო მონაწილეობა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზაკვი, ბუღაშენი, ბალხო, ოლავერდი, გომანი, ტრკნა - მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში/სოფლები: ეშტია, თორია, უჩმანა, ყაურმა/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ივანე კორძაძემ, სოფელ შუამთის საჯარო სკოლის პედაგოგს, ნათელა ახობაძეს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადასცეს.
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის - ფონდ „აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგიონული საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.