ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
ნინოწმინდის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვოსკან ელოიანმა კომისიის სხდომა გამართა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, დილიდან ქარის შედეგად დაზარალებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს ხვდება და პირადად ეცნობა მათ პრობლემებს.
იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მეოთხე დღეა ინფრასტრუქტურა ზიანდება. 12-ვე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემებია შექმნილი. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას უწევენ დახმარებას. ასევე შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულთა მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას აწარმოებენ. გარდა ამისა რეგიონის მასშტაბით გრძელდება სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის ცენტრში საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე და რწმუნებულის მოადგილე ლევან ზალკალიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა.
მესამე დღეა ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა ვანის მუნიციპალიტეტში - წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროენერგიის და ინტერნეტის გადამცემი ბოძები, საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები, ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა ვანის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის ადმინისტრაციის შენობის სახურავიც.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიურომ შემდეგი საკითხები განიხილა:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.