საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მუნიციპალური განვითრების ფონდის დირექტორთან და ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერ გრიგოლ იოსელიანთან ერთად ის ობიექტები დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაციაც იგეგმება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდასახელწიფოებრივი გზიდან სოფ. ჭოლაშის დამაკავშირებელ ხიდთან და სოფ. მაჯვდიერამდე ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების პროექტს ახორციელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ნახშირღელეში იმყოფებოდა, სადაც ნიკოლაძეების უბნის გზის ბეტონის საფარით მოწყობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა საპრასიის, ზეინდრის და ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ქალაქ ცაგერში დასრულების პროცესშია ვაჟა-ფშაველას, გოლეთიანის, 9 აპრილის, ჩაკვეტაძის ქუჩების, კოსტავას ქუჩის ჩიხების და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს ასფალტირების სამუშაოები.
"ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია - მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
24-27 ოქტომბერს მესტიაში ჩატარდა „კლდის ვეფხვად“ წოდებული სახელოვანი მთამსვლელის და მეკლდეურის, მიხეილ ხერგიანის ტრადიციული საერთაშორისო მემორიალური ტურნირი მეკლდეურობაში. ამასთან ერთად სიმბოლურია, რომ წელს მიხეილ ხერგიანის გარდაცვალებიდან 50 წელი შესრულდა.
უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (I ეტაპი) სამუშაოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.