გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ხარება“ დაათვალიერეს.
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
სამთავრობო გუნდის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში გამართულ მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულებს, პრიზიორებს და მათ მწვრთნელს, კობა თუთბერიძეს შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ღია შეხვედრების ფარგლებში, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების: სპათაგორის, უსახელოს, სურმუშისა და საირმის მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეული მოსახლის საჭიროებას ადგილზე გაეცნენ.
„ღია დიალოგის“ ფარგლებში, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მერთან, ანი მოსოიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჯიგრაშენის, სპასოვკის, ჟდანოვაკანის და გორელოვკის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
ქალაქ ცაგერში მრავალპროფილური სპორტული კომპლექსის მშენებლობის და მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. დასუფთავების პროცესშია სპორტული მოედანი, სველი წერტილები და საშხაპეები, მიმდინარეობს საცურაო აუზის წყლით შევსება.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან-თეიმურაზ გრძელიშვილთან და მერის წარმომადგენელთან-ლევან შერაზადიშვილთან ერთად ონის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა კონფერენციაზე "ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.