ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურისა და ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების შემწეობის ფონდის „მეოხი 2004“ ინიციატივით, ქ. დუშეთის მეორე საჯარო სკოლაში 1993 წლის 2 ივლისს აფხაზეთში გმირულად დაღუპული მეომრების - ყარსიმაშვილი დავითის, კარიაული უშანგის, პეტრიაშვილი დავითის, ციგრიაშვილი ნიკოლოზის და მირზიაშვილი თამაზის სახელობის მემორიალური სტენდი გაიხსნა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს დაუჭირეს მხარი.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და მათ „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“ გააცნეს.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
წყალტუბოს საფეხბურთო გუნდმა „სამგურალმა“ გორის „გორთან“ თამაში ფრედ 1:1 დაასრულა. თამაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თერჯოლაში მცხოვრებ მხცოვან ქალბატონებს დედის დღე მიულოცა.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ბიაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის საფარი ცემენტ-ბეტონით მოეწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 44 546 ლარი შეადგინა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - გამარჯვებასა და ნაგებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან პირველი საგაზაფხულო შეხვედრა გამართა.
სოფელ პერევში და ჯრიაში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა. ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, ქალაქ ფრანკფურტის აღმოსავლეთ ევროპულ–გერმანული ასოციაციის პრეზიდენტმა ეკონომიკისა და კულტურის დარგში, ნინო ყამბეგაშვილმა და საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი გადასცეს საჩუქრად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.