ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება სრულდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილეს.
მთის საერთაშორისო დღეს საქართველოში მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპულ პროექტს მოეწერა ხელი. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლებში-ჩირიკში და უკანა მხარში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლების ჭართლისა და დოლასქედის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა ონიანი უძღვებოდა, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის შედეგად, თხილვანის, რიყეთისა და დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და ძევრის საჯარო სკოლის მოხალისე მასწავლებელი რაჩელ გაგნონი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გოდოგნის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.