ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ხიდის აღდგენის მიზნით ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა გორას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მარიამ ბაჯაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა და დღეგრძელთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1000 ლარი გადასცა.
2019 წელს ხონის მუნიციპალიტეტში ათეულობით მსხვილბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.
შპს „ხონის პლანტაციები" ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულში 6,7 ჰექტარ მიწაზე ლურჯი მოცვის პლანტაციას აშენებს.
ლადო ჯურხაძემ განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 1 664 გრძივი მეტრი საფეხმავლო ბილიკი მოწესრიგდება, რის შემდეგაც მოსახლეობა შეეძლებს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას, გალამაზდება ქალაქის იერსახე.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოში ცენტრალური გზიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მოადგილე მერაბ სირაძე, საკრებულოს წევრი გია ბარათაშვილი სოფელ სიქთარვაში იმყოფებოდნენ, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ თამაზ ბარბაქაძესა და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ამაშუკელთან ერთად, წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გუბერნატორი, ამავე სამსახურის უფროსთან, კობა კურტანიძესთან ერთად, მეეზოვეებს მოულოდნელად ესტუმრა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, მოადგილე მერაბ სირაძესა და საკრებულოს წევრ გია ბარათაშვილთან ერთად, ჭოგნარი-კვახჭირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.