გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - სართიჭალაში, მარტყოფსა და ნორიოში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გაიხსნა. ბაღების გახსნას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი დაესწრნენ.
წყალტუბოში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი ცენტრი დაფუძნდა. ცენტრი საინიციატივო ჯგუფმა დააფუძნა და გარდა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მხარდაჭრის გამოცხადებისა მიზნად ისახავს წყალტუბოს განვითარების პერსპექტივებზე საუბარს.
ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა.
საჯარო მოხელეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს პროექტის „საქართველო ევროპის გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის ინპლემენტაციისათვის ეფექტური მოდელის შექმნა" ფარგლებში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დღეს არსებული ვითარებისა და მოქმედი სტანდარტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად, მოქალაქეებს შეხვდა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ სოფელ უძლოურში, მაცხოვრის ამაღლების მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს დამთავრდება გამოცხადებული ტენდერი და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოების შესრულება.
წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფლების - თერნალის, ბანოჯის, გეგუთის, ასევე ოფშკვითისა და მუხიანის დამაკავშირებელ გზებზე ბეტონის საფარის დაგების პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს.
შპს “სოკარჯორჯია გაზი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მჭადიჯვარში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. ამჟამად შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოები და ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.