წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის გაზიფიცირება მიმდინარეობს. ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობის სამუშაოები წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ იამანიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოში სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ისაკაძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცვნენ და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრნენ.
ქალაქ ახმეტაში საბეროს უბნის მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა და მერის მოადგილემ, ვანო ნასყიდაშვილმა მოინახულეს.
ქალაქ დუშეთში ცენტრალურ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში სკვერი სრულად განახლდა. ასევე, მოპირკეთდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს.
ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის აღდგენითი სამუშაოები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ტრადიციული თათბირი გამართა.
ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულში „ქუტირლობა“ აღინიშნა. ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დილიდან ქუტირის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ტაძრის წინამძღვარმა აღავლინა, მრევლი და სოფელი დალოცა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.
მსოფლიო კურორტოლოგიის და კლიმაქტოლოგიის ფედერაციის 22 ქვეყნის 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა კურორტ წყალტუბოს ბალნეოლოგიური ზონა დაათვალიერა. სტუმრებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.