გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, სხდომა გამართა, რომელზეც დეპუტატებმა 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
აწყურის კულტურის სახლში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის „იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" პრეზენტაცია გაიმართა.
მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი, 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 1 მილიონი ლარით იზრდება და მთლიანობაში 7 მილიონ 412 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაც მომავალი 4 წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს, ეს ზემო სვანეთის ყველა სოფელში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას უკავშირდება, განუცხადა GUARDIAN.GE-ს მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მესტიის საავადმყოფოში, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ჩარევის შედეგად კერძო კომპანიისაგან იქნა გამოსყიდული, ამ დღეებში პირველი ლაპაროსკოპიული, უსისხლო ოპერაცია ჩატარდება, განუცხადა GUARDIAN.GE-ს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან და მერის მოადგილე დავით გვიშიანთან ერთად, სოფელ ლაილაშში, ხანძრის შედეგად განადგურებული სკოლის შენობა მოინახულა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების გადახურვის სამუშაოები დაიწყო. ქალაქის ტერიტორიაზე ცხრა, ხოლო კულაშის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთი მრავალსართულიანი ბინა გადაიხურება.
ადიგენში დღეს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დიალიზისა და ქიმიოთერაპიის კაბინეტები გაიხსნა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, კლინიკაში უახლესი აპარატურა დამონტაჟდა, რისი საშუალებითაც თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს ადგილზე შეეძლებათ მკურნალობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.