თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. თერჯოლის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელ ნახშირღელის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ნიკოლაძეების უბანსა და სოფლის ცენტრში მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შეხვდნენ.
წყალტუბოს 2018 წელს რაგბის თანამედროვე სტანდარტების ახალი მოედანი ექნება. რაგბის მოედანი დავით აღმაშენებლის ქუჩაზე აშენდება. აღნიშნულ ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღე აღნიშნეს.
24 იანვარს, ცაგერში ფონდ „აფხაზინტერკონტის“ ( AIC) მიერ გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია.
2018 წლის 25 იანვარს, სოფ. ჩარგალში ქართველი სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილისა და „შეფიცულთა რაზმის“ წევრის, მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღის შენობის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ხელმძღვანელობდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისიწნებული 4 საკითხი განიხილეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხოვანის ხიდის აღდგენა მიმდინარეობს. ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მეტალოკონსტრუქციის ხიდის აღდგენისთვის, რომელიც 18 მეტრი სიგრძისა და 4 მეტრი სიგანის იქნება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 000 ლარი გამოიყო.
ნაქერალას უღელტეხილზე ტრაილერების მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მეწყერის შედეგად დაზიანებული ცენტრალური გზის აღდგენა მიმდინარეობს. აღდგენით სამუშაოებს ცაგერის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და მერის მოადგილე დავით გვიშიანი გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.