10 დეკემბერს, თბილისში, სპორტკომპლექს „არენაში“ გამართულ „თბილისის ღია პირველობაზე“ წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმა და სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ.
დუშეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახური მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის მიერ 5 მრჩევლის დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს და აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
მაგისტრალურ საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შუახევის მუნიციპალიტეტში თოვს. თოვლის საფარი ამ დროისთვის დაბალი ზონის სოფლებში 70-80, ხოლო მაღალ ზონაში 100-1300 სმ-ს აღწევს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესებულია სხვადასხვა სახის შეზღუდვები.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამართა. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ძირითად მიზანს სკოლებში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, კულტურის სახლებსა და სოფლის ამბულატორიებში არსებული მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, N15 საჯარო სკოლაში სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი სოფლებში, პატარა ხანჩალსა და კათნატუში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ზემო სხვილისის ბიბლიოთეკას 130-მდე წიგნი შეემატა. დაწესებულებას სხვადასხვა ჟანრის მხატრვული ლიტერატურა საჩუქრად საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.