პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია სოფელ საკირესა და ტაძრისის მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა მმართველ გუნდსა და ადგილობრივ ამომრჩეველს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, არჩეულმა მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა გოგიასთან და შესყიდვების განყოფილების უფროს ირაკლი სულავასთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ, ახლად მოწყობილი სამი სკვერი გახსნა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა, ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი განაგრძობს მუშაობას.
ქ. ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა ქაჯაიამ, მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა და შეკრებილ საზოგადოებას 2017 წელს გაწეული სამუშაოები გააცნო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღის აღდგენა მიმდინარეობს. ადიგენის გამგეობის ცნობით, სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 118 442 ლარია გამოყოფილი.
ქართული დრამატურგიის ფესტივალი ახალციხეში მეოთხედ ჩატარდა და მესხეთის სახელმწიფო თეატრის აღდგენის 50-ე წლისთავს დაემთხვა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო მოძრაობა შეიზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.