ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ათეულობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ოპერატიულად მივიდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ხელმძღვანელობდნენ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები სრულდება. გზის სავალ ნაწილზე მოეწყო მილხიდები და ასფალტ-ბეტონის ჯამში 2410 მეტრი სიგრძის საფარი.
აბასთუმნის ტყეში ხანძარია. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში გაჩენილი ხანძარი მასშტაბური არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, მიუვალ, კლდოვან ადგილას გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დილიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება, განუცხადა ჟურნალისტებს ხანძრის ახლომდებარე დასახლებულ პუნქტში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც GUARDIAN.GE-ს ახალქალაქის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა, ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცდილობენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხნის წინ დაკვამლიანება შეინიშნებოდა, ტორფი იწვის და „საგანგაშო არაფერი არ არის".
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული არც ერთი ვერტმფრენი გაუმართავი არ ყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.