თერჯოლის მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღში, რომელთაგან 19 სოფლებში ფუნქციონირებს, ახალი სასწავლო წლისთვის 1370 ბავშვი იქნება ჩარიცხული და სკოლამდელი განათლების მიღება მუნიციპალიტეტის ყველა ბავშვისათვის ხელმისაწვდომი იქნება, განუცხადა ა(ა)იპ თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა, მაია თორთლაძემ GUARDIAN.GE-ს.
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ღია კერები არსად აღარ არის, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ცოცხალი ძალა ჯერჯერობით იმავე რაოდენობით რჩება, რაც აქამდე იყო მობილიზებული, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, რომელმაც ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს, მათ შორის ადგილობრივებს, მადლობა გადაუხადა.
ღამის საათებში, ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში „კაერის" ღელე ადიდდა, რამაც საფრთხე შეუქმნა საგზაო ინფრასტრუქტურას. ადგილზე იმყოფებოდა მესტის მუნიციპალიტეტის გამგებელი და შესაბამისი სამსახურები. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებმა ყურბან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს. ყურბან-ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა ზურაბ ტარიელაძემ შეასრულა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, დაბა აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა ავიაცია: საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ხანძარი სრულდ ლოკალიზებულია. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, აბასთუმნის ტერიტორიაზე დაკვამლიანება აღარ შეინიშნება.
ქალაქ ხობში, „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან“ (DCFTA) დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტრენინგს მართავენ.
ხონის მუნიციპალიტეტში 2014-2017 წლებში უპრეცედენტო გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა და პროცესი დღემდე მიმდინარეობს. ჯამში, წლის ბოლომდე ბუნებრივი აირი 7 000-ზე მეტ ოჯახს მიეწოდება.
იმდენად, რამდენადაც ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ ვერტმფრენებით მუშაობა, აღნიშნული განცხადება ზეკარის უღელტეხილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ხანძრის ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტობრივად ჩამქრალია. მინისტრის პროგნოზით, „დღის ბოლომდე, თუკი ამინდი შეგვიწყობს ხელს, ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იქნება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.