საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 100 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი.
საგანგებო შტაბის ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია - ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა.
საგანგებო შტაბის ცნობით, ატენის ხეობაში ვითარების გაცნობის მიზნით, დღეს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ჩავლენ. როგორც შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ატენის ხეობაში ჯარისკაცებიამ დრომდე რჩებიან.
საგანგებო შტაბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად ტოლების და საჯავახოს თემში მოსახლეობას შეხვდა.
ხობის მუნიციპალიტეტში, ქარიატისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების კეთილმოწყობა დასრულდა. ხობის გამგეობის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 22 500 ლარი შეადგინა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბორჯომის ხეობაში ჩავა. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თვალივში ორი დღის წინ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც GUARDIAN.GE-ს დუშეთის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა განუცხადა, სტიქიის ზონაში სამაშველო და სატყეო სამსახურების მობილიზების გარდა, ამ წუთებში დამატებით ვერტმფრენიც მუშაობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიური უბედურების ზონაში ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ბორჯომის ხეობაში სამაშველო 4-კაციანმა ჯგუფმა, როგორც თავად აცხადებს, სოფელ დაბას შესასვლელთან მარცხენა, ერთ-ერთი მთის ფერდობის ბოლო მაღლობზე აღმოაჩინა ბოთლი, რომელიც ძალიან წააგავდა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.