იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, ქუთაისში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათი საჭიროებები მოისმინეს და გვერდით დგომას დაპირდნენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ამჯერად, ნიგვზიანის და ნინოშვილის თემებში მოხდა პრიორიტეტების შერჩევა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის უფროსი და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი შპს „აისის“ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერს შეხვდნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით მუქედის, ციხესულორის, გადიდის და ზედავანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით ყუმურის, ტობანიერის მთისძირისა და შუამთის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებს შეხვდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ადგილობრივები პრიორიტეტად გარე განათების მოწყობას, შიდა გზებისა და ამბულატორიის რეაბილიტაციას ასახელებენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე შპს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორს არჩილ ბუკიას შეხვდა და იმერეთის აგრო ზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
ვანის მუნიციპალიტეტში უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია დაიწყო. სამხედრო მოქმედებების დროს დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, გაიხსნა საქველმოქმედო ანგარიში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.