ქუთაისში, ყოფილი „კინო საქართველოს“ შენობაში ახალი კინოდარბაზები მოეწყო. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სულ 7 დარბაზი მუშაობს, რომელთაგანაც ორი 3D ფორმატისაა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. როგორც Guardian.ge-ს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, საწარმო 15 ფერმისგან შედგება, რომლის ძირითად საქმიანობას რძის ქარხნული ტექნოლოგიებით გადამუშავება, იმერული ყველის, მაწონის, ნადუღის და რძის სხვა პროდუქტების წარმოება წარმოადგენს.
აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ წყემის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. პირველ ეტაპზე 2 რვასართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.
სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო ღონისძიებებს დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრი იყო, რომელიც ამბროლაურის აეროპორტის ახლად გახსნილმა ასაფრენ-დასაფრენმა ბილიკმა პირველად მიიღო.
დღეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ მერაბ ველიჯანაშვილმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ნანა ტივაძემ თანამშრომლებთან ერთად სოფელ რუსთავის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მოინახულეს და საჩუქრად სათამაშოები გადასცეს.
ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა, დღეს გაიხსნა, - 1 100 მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია, შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვის-ცენტრი ქალაქ ხონში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ამბროლაურის აეროდრომის გარდა, ჩვენ მომავალ წელს ვიწყებთ ახალი აეროდრომის მშენებლობას ომალოში, ასეთივე ტურისტულ აეროდრომს ავაშენებთ ახალქალაქში, ზუგდიდში და კიდევ არაერთ რაიონში, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.