ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლი გაგიკ კარსლიანი მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ 1 კვირის წინათ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება განიხილეს, რომლის მიხედვითაც ფოკისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მოხდება.
ქობულეთი ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 630 ათასამდე ლარი დაიხარჯება.
ქობულეთი წელს პირველად საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „UITT – kiev 2016”- ში მონაწილეობს. საერთაშორისო ტურისტული გამოფენა უკრაინის დედაქალაქ კიევში იმართება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები მონაწილეობდნენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორმა ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.