ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის შესაბამისად ხეთაში აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი, 1.8 კილომეტრზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 487 ლარი შეადგინა.
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეწვია. ვანის განახლებულ მუზეუმში კარლ ჰარცელს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაქალში საჯარო სკოლის მშენებლობა - რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სპეციალურმა კომისიამ პირველადი სხდომები სამცხე-ჯავახეთში დაასრულა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებისთვის კონკრეტული მდებარეობები შეარჩია.
გიორგი შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობიდან გადადგა. „შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა, – წერს შენგელია სოციალურ ქსელში.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სპეციალურმა კომისიამ პირველადი სხდომები სამცხე-ჯავახეთში დაასრულა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებისთვის კონკრეტული მდებარეობები შეარჩია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი გაიხსნა. პროექტი, რომლის განხორციელების შედეგადაც ოზურგეთის 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, შენგელიების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობისა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული საწოლფონდის შესახებ იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.