საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ21-კმ27 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ახლად დანიშნულ და ყოფილ გუბერნატორებთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
ქუთაისის 2021 წლის საერთაშორისო ფორუმის თემაა „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე“. ვიდეოკონფერენციისას მონაწილეებმა ისაუბრეს ქალაქების შესაძლებლობებზე პანდემიის დროს და მის შემდეგ, ქალაქების კარგ პრაქტიკაზე COVID-19 პანდემიის გამოწვევების გადასაჭრელად, ასევე ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე ქალაქის განვითარებისთვის.
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხე ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ შენობაში 450-ზე მეტი სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ორლოვკაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე მდებარე ნაზარლების ტერიტორიაზე, რამდენიმე ჰექტარ ფართობზე ხორბლის მოსავალი დაიწვა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად 17 საბავშვო ბაღის მშენებლობა ხორციელდება, ასევე დამატებით 25 საბავშვო ბაღის მშენებლობა მოხდება.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 13 სპექტაკლი. მაყურებელს საშუალება ეძლევა 17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს. წელს ფესტივალი COVID-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.