საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებს რეგიონებში თანამდებობეს ერთმანეთის მიყოლებით ატოვებინებენ.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა სუმბატ კიურეღიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა, მერის მოადგილეებმა - ალექსანდრე მიქელაძემ და არტავაზდ ტონოიანმა, ქ. ნინოწმინდის პარკში და ხოჯაბეკის პარკში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და ძეგლები ყვავილებით შეამკეს.
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ქუთაისში ჩატარებულ პირველ სხდომაზე იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება, დასუფთავების დღეს მოჰყვა ხის დარგვა. ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ნინოწმინდაში მწვანე ნარგავების დარგვა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ, აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მცირე ნობათი გადასცა, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს.
სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონები” ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ჯამში გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარი. ეს არის პირველი ეტაპი, არ არის საბოლოო და გადაწყვეტილი თანხა, შესაძლებელია თანხის გაზრდა და კორექტირება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა ქუთაისში, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის პირველი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გეოლოგების მიერ შედგენილ პირველად ინფორმაციას და სამოქმედო გეგმას, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის სოფ. ჟაბეშის ტერიტორიაზე უკიდურესად გართულებული გეოდინამიკური პირობების შესახებ მესტიის მერია ავრცელებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში, ლაშთხვერის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მოიცავს ცენტრალური გზიდან სოფ. ლაშთხვერის და სოფ. ქაშვეთის გზის 863 მეტრიან მონაკვეთს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.