საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების შესახებ თავადაც მედიისგან შეიტყო.
ეს არის პირველი კურსის მასალა, მეგონა, ეს იცოდით, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ, რაც ალანიამ დეპუტატის მიერ დასმული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონსტიტუციონალისტი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა ჟინვალში, პოლიციის ახალი შენობა გახსნეს. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - შალვა კერესელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 2 პირი: 2003 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2003 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტია, რომ ექსტრადიციის დროს გადამცემი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოსგან მოითხოვოს სამართლებრივი გარანტიები, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულის, რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირების თემის განხილვისას.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ გამოკითხვაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი დაიბარა.
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო, - განცხადებას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.