შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.შ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
20-21 ივნისისი მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი. ამასთან, დღეს შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ვარშავას ეწვია. ვიზიტი პოლონური მხარის მიწვევით, პოლონეთის პოლიციის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით განხორციელდა.
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული.
„არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, იმიტომ, რომ მართალი ვარ“ - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა.
უკრაინაში დაკავებული სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გიორგი სამუშიას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
TBC ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.