2019 წლის 23 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დედა-შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გ. ყ.-ს მიმართ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა მამაკაცი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე განაცხადა, რომ მოსამართლე ხელფასისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა.
დღეს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება.
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, რომ მან ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების გასაჯაროების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავეს.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლომ მას „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა, რაც, მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი და ამავე ა(ა)იპ-ის ბუღალტერი ანჟელიკა პუტულიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია „ფარვანა“ ავრცელებს.
ვისაც სიხარულის განცდა აქვს, კარგად დაინახონ, რა დააკლდებათ, ერთი მხრივ დავკარგავთ პარტიულ-პროპაგანდისტულ ტელევიზიას, მაგრამ ასევე დავკარგავთ კრიტიკის და პროგრესის ყველაზე მძლავრ იარაღს - ასეთი განცხადება გააკეთა "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.