ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი ვახტანგ (ვატო) წერეთელი დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.გ., ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1995 წელს დაბადებული გ.ა., 2003 წელს დაბადებული დ.ს. და 1985 წელს დაბადებული ს. ო. , - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი დაკითხვაზე დაიბარეს, - აღნიშნულის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის პროკურატურასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე დაჭრა.
გენერალური პროკურატურა „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების, კვირიკაშვილის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის, ასევე ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილისა და მისი გარემოცვის გამოკითხვაზე დაბარებას გეგმავს და არ არის გამორიცხული მათ ახლო მომავალში ბრალიც წარუდგინონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული გ.ჰ. რუსთავში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.