სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: თალჰა ო. და ჰუსეინ ჩ. დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.
გამოძიების მწარმოებელი ორგანოსაგან შესაბამისი ანაზღაურების მიღების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ეს პროკურატურის კომპეტენციას სცილდება, – ამის შესახებ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულთა მოთხოვნებთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
„ლევან ყიფიანის ჩვენებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი“, აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე.
„ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაფუძნებლი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ მან ზაზა ოქუაშვილის ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიასთან შეხვედრა დააორგანიზა. როგორც ყიფიანი თბილისის პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ჩვენებაში აცხადებს, ივანიშვილთან შეხვედრა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა.
თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროვებს. ყიფიანი თბილისის პროკურატურაში, კიდევ ერთხელ, 2018 წლის 9 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. ადვოკატის განცხადებით, აბაზოვის ბრალის დადასტურება ვერ მოხერხდა, პროკურორმა კი თქვა, რომ „კონკრეტული ბრალდებულების მიმართ უდავოდ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.