ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. „კურიერის“ ინფორმაციით, ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს - ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს.
პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუბელიანის ადვოკატმა განუცხადა.
„საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს, მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო“, ეუბნება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში მსჯავრდებული მირზა სუბელიანი გლდანის ციხის საკანში მასთან მისულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.
პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს დღეს დაკითხავენ.
აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, მთავარ პროკურატურაში ამ წუთებში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა საგამოძიებო ორგანოს შენობა რამდენიმე წუთის წინ ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოძიების შეკითხვებს იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით უპასუხებს, რომელშიც ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ.
გლდანის მე-8 დაწესებულებაში ჩაწერილ იმ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი არაერთ სკანდალურ საკითხზე საუბრობს, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება და ხელისუფლებას „კრიმინალთა ხროვას" უწოდებს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს, ვიდრე ჩანაწერი ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გადაიცემოდა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.