შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
თვითმხილველების თქმით, რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე ქალს, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა, სწრაფად მიმავალი მსუბუქი მანქანა დაეჯახა.
ციხის სკანდალური ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის, მირზა სუბელიანის, 4-საათიანი გამოკითხვის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ მისი ინტერესების დაცვაში ახალი ადვოკატი ერთვება.
ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით დაკავებული 10 პირიდან სამს პროკურატურამ ბრალი არ წაუყენა. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გუშინ ოთარ გელაძე, ნიკა ქავთარაძე და მარინა ესაძე გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უწყება „გირჩის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს, როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში“.
ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურორები და ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მირზა სუბელიანს შეხვდნენ.
გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამ წუთებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის გამოკითხვა მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა „კურიერს“ სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ძალადობრივი პროვოკაციების მცდელობები ჩანასახშივე იყო აღკვეთილი.
ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული და ამჟამად უკვე გათავისუფლებული მაია ოთინაშვილი მისი დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში გატარებულ დღეებს იხსენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.