გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაცვის მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა.
ხულოში 31 წლის ქალი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული რეანომობილით ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაყავთ. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ვ., განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სასამართლოს საქმიანობის შეფასებას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ მოუხდენია მარიხუანის „ლეგალიზაცია“ და მიღებული გადაწყვეტილების შინაარსისგან ეს შეფასება სრულიად განსხვავდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოს ინსპექტორებმა 1997 წელს დაბადებული, ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. თ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამჯხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ. მ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.