გენერალ სამსონ ქუთათელაძის მეუღლე მეგი სირბილაძე შსს-ს მადლობას უხდის ობიექტური გამოძიებისთვის და აცხადებს, რომ მკვლელი დაკავებული პირი იყო, ამის საფუძველი კი მას გააჩნდა, რადგან გარდაცვლილ გენერალს და დაკავებულ პირს ფინანსურ საკითხზე უთანხმოება ჰქონდათ და ეს იყო მკვლელობის მოტივი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში მომხდარი გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტებში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით 7 პირი დააკავა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ლ.ჯ. ტექნიკის მაღაზია „სმაილის“ გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ პირს, მალხაზ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან, დაახლოებულ მუსა ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მალზაზ კობაური სამხარაულის სახელობის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში მისმა უფლებადამცველებმა მოინახულეს.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მთავარი პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.