ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტია მოსკოვში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა ოთახში იპოვეს იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ერთი პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასაზღვრო სექტორ „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, 1990 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.მ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მამა გიორგი მამალაძე „შაბათის კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ „ციანიდის საქმეა“.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა ცივი იარაღით ბაბუა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა. მეზობლების თქმით, შემთხვევას შელაპარაკება უძღოდა წინ.
ხორავას ქუჩის მკვლელობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს, 4 აგვისტოს არასრულწლოვანი მოწმეები გამოკითხა. კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა ნაწილი ვერ ახერხებს სრულად აღიდგინოს და სრულად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული რ.შ. და 1981 წელს დაბადებული თ.ძ. პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, დაბა ურეკში დააკავეს.
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მთავარი პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.