სამართალი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.

სრულად...

ოთხშაბათს დაკავებულ მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს.

სრულად...

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანო განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ აბაზოვი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ სადავო ვიდეოების ჩაწერის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა.

სრულად...

მკვლელობა თბილისში - სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

სრულად...

ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატის, ეკატერინე მიდოდაშვილის განცხადებით, ალახვერდიევს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი სექსუალური ძალადობითაც ემუქრებოდა.

სრულად...

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ენმ“-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

სრულად...

სოფელ უჯარმაში სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰა მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის სანაცვლოდ საგარეჯოს საკრებულოს წევრმა და სატყეო სააგენტოს თანამშრომელმა მოქალაქისაგან ქრთამის სახით 280 000 აშშ დოლარი მოითხოვა და სუს-მა ისინი თანხის ნაწილის, 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავა.

სრულად...

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. აბაზოვის დაკავების შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ადასტურებს.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი