სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის, გიორგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე გერმანულ მხარეს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სრულად...

2021 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 30%-დან გაზრდილია 47%-მდე,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სრულად...

„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული კანონმდებლობის საბჭოთა მემკვიდრეობისაგან გათავისუფლება, აგრეთვე, სამეცნიერო დასკვნებსა და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარება იქნება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში განაცხადა.

სრულად...

„სიტყვებს ვერ ვპოულობ, ორწლიანი ჯოჯოხეთი დასრულდა“, - განაცხადა ნაფიცი მსაჯულების მიერ გამართლებული მერაბ კობიაშვილის მეუღლემ. ის გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და ამბობს, რომ დანაშაული განზრახული არ ყოფილა და მისი მეუღლე თავს იცავდა.

სრულად...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე წარმოებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის კუთხით.

სრულად...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს პრესრელიზში სათაურით, „უპრეცედენტო ძალადობა ლგბტ დემონსტრანტების წინაღმდეგ სახელმწიფოს წაქეზებით“, აღნიშნულია, რომ განაჩენის გამოტანის დროს არ იყო გადამწყვეტი ის ფაქტი, ჰქონდა თუ არა 27 მომჩივანს ფიზიკური დაზიანება, რადგან ისინი დიდი მღელვარების და ემოციური სტრესის სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

სრულად...

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვარს მხარეების რეპლიკებით განახლდება. პროცესის გადადემა ბრალდების მხარემ რეპლიკების მოსამზადებლად მოითხოვა.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

სრულად...

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 5 პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სრულად...

საქართველოს პროკურატურამ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას და სატელეფონო საუბრის ჩანაწერს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი