სამართალი

საქართველოს პროკურატურამ თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის მონაწილე დააკავა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს.

სრულად...

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

სრულად...

თბილისში, დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციის ფარგლებში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „აღნიშნული აქციის გაცხადებული მიზანია, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა“.

სრულად...

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილს პასუხობს და განმარტვას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები.

სრულად...

„აქ არის სწორედ წყალგამყოფი, როდესაც ვინმე ბედავს და მსგავს ტყუილს ამბობს, როდესაც ვინმე ჩვენ გვაბრალებს წამებას. და ვინ გვაბრალებს წამებას? – ის რეჟიმი, რომელსაც პატიმრები ჩაჰყავდა და მიცვალებულებზე აბამდნენ?!” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.

სრულად...

გლდანის №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ.

სრულად...

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა სასამართლო პროცესზე ონლაინ რეჟიმში დასწრება, თუმცა, მან ამაზე უარი განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, რეალურად მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებს სპექტაკლის დადგმა და მისი უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნა სურთ.

სრულად...

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში ტრანსპორტირების ვიდეოკადრებს ავრცელებს.

სრულად...

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი