7 ნოემბრის შემდეგ მეც მქონდა მძიმე ტრავმა, მქონდა მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მაღალი სიცხე, ეს ყველაფერი იყო იმ ტრავმისა და განცდების შედეგი, რაც ვიხილე, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. ეტყობა, თქვენ ბევრი დრო გაქვთ. არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, ვარ რეგიონული პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო. ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე, რომელზეც ბიუჯეტის გაფლანგვის საქმე განიხილება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე დასასწრებად უკვე მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ავტომობილები სპეცრაზმის თანხლებით სასამართლოს ეზოში ცოტა ხნის წინ შევიდნენ.
საქართველოს პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებად აირჩია: გენადი მაკარიძე ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი), ნინო სანდოძე ( 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი), თამარ ოქროპირიძე ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი), თეა ძიმისტარაშვილი ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი).
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტები დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელის ზომები ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ნოემბერში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვა უბნებში 12 პირი, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
საქართველოს პროკურატურა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ ეს არის „პიარული“, - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.
ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე იმ ორ საქმეზე ისაუბრა, რომელზეც გასამართლებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.