სამართალი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალონ, პირველ რიგში, პატიება უნდა ითხოვოს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ ვაჰე ღაზარიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტებზე, სამი პირი დააკავეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სრულად...

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დასტურდება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, რის შემდეგაც რეაბილიტაცია და მკურნალობა არ არის მარტივი პროცესი და აქედან გამომდინარე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში პროფესორმა, დავით ზურაბიშვილმა მოინახულა.

სრულად...

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყეს.

სრულად...

სამიტი იყო ჩრდილოეთ კორეაში, ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა, მანამდე სადმე წაიყვანე რამდენიმე მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი და დაელაპარაკეთ არაფორმალურ სიტუაციაში, ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ძალიან ძვირფასი ფასიანი საჩუქრები ვაჩუქეთ, ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, ეს იყო სახელმწიფოს ფული, რათა არ მომხდარიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სრულად...

ლეგენდარული ბოტოქსი აბსოლუტური სიცრუეა, ეს იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სრულად...

არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ედუარდი არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი