შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც სიტყვით ბრალდებული სააკაშვილი გამოდის. მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ედება ბრალი.
თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
საქართველოს გენერალური პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ განაჩენი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც საქმის სამივე ფიგურანტს 7-7 წელი შეეფარდა, თუმცა, როგორც მოსამართლემ განმარტა, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სისხლის სამართლებრივი დევნისაგან გათავისუფლდნენ.
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, „ლელოს“ დამფუძნებელმა, რომელიც მოსამართლემ სხდომიდან გააძევა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დღეს საქართველოში მთავარი პროკურორი, მთავარი მოსამართლე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სუსის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი არის.
„საახალწლო სოფელი“, რომელიც 24 დეკემბერს გაიხსნა, 14 იანვარს დედაენის ბაღში დასკვნითი კონცერტით დაიხურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა. საახალწლოდ შეწყალებულთაგან ცხრა მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ერთ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი.
გორის ჰოსპიტალიდან გადაყვანისას სააკაშვილის მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა, - განუცხადა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ და დაამატა, რომ სააკაშვილს, სისუსტიდან გამომდინარე, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა.
სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები, მას კვლავ ჰგონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს. სინამდვილეში ის დღეს ერთი რიგითი პატიმარია, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.