საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი არ აკონკრეტებს, მიმართა თუ არა საქართველომ ჰოლანდიას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.
თბილისში, გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სასამართლომ სამხედრო მოსამსახურის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. განცხადებას აღნიშნულის თაობაზე მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.
სასამართლომ დის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი", ასე მიმართა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ირაკლი ოქრუაშვილსა და ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე ჩვენება მისცა, სასამართლოს ეზოში გამოსულს კი, სოსო რობაქიძემ რამდენიმე შეკითხვით მიმართა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი ყოფილი ქართველი სამხედრო პირის, არჩილ ტატუნაშვილის შესახებ ცხინვალიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ იმ დროს როცა ტატუნაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს იგი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.
ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს და მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.