საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 8 წევრი პარიზში დააკავეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის, თუბა ჩაბუქის მიმართვას მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და ხელისუფლების არც ერთ სტრუქტურას არ დაექვემდებარება. მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დევნის ფუნქცია არ ექნება.
დოდო გუგეშაშვილი მასზე და მის შვილზე მომხდარი თავდასხმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი კომენტარი ჟურნალისტმა, მაკა რაზმაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორი დააკავა. განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნო. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალშიც.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევში რამდენიმე საათის წინ დააკავეს, პოლონეთში უკვე გაფრინდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.