აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამკაციანი სიის წარსადგენად ქვეყნის შიგნით დღეს კონკურსი კიდევ ერთხელ გამოცხადდება.
იტალიის ქალაქ მილანში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ისინი ეჭვმიტანილები ბინების გაქურდვაში არიან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გერმანიაში 2013 წელს ჩადენილ დანაშაულებში - ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - ეთილის სპირტის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით 2 პირი დააკავეს.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას გამოკითხვა მიმდინარეობს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
ქობულეთში, რუსთაველის პირველ შესახვევში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არჩილ დევრიშაძე დააკავეს.
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრობლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოში შემოსვლისას, პრაღის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. კუკური ჯამატაშვილს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს. დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.