თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა დასრულდა. თეთრუაშვილმა სასამართლო ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სასამართლო სხდომაზე პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ისაუბრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სასამართლო დარბაზიდან 20,000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის სასამრთლო პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ არსებობს აბესაძის მიერ მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები, რის გამოც პროკურორმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს, აღნიშნული განცხადება აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ქრონიკა +"-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ ცოტა ხნის წინ მიიღო.
სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით, 1955 წელს დაბადებული გ.კ. თბილისში დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე დააკავეს.
არ არსებობს ასეთი ოფიციალური სტატუსი შპს-ს მამაო, ეს იყო ხელფასი, რომელსაც ქველმოქმედების სახით აძლევდნენ მამა გიორგის, ასე პასუხობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის განცხადებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.