შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1976 წელს დაბადებული შ.ფ., 1981 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული ლ.ა. და 1992 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა.
1990 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ხ.ხ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ფ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან არ შეიცვლება სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1-ელ ივლისამდე.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს.ვ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების პირობები და პროცედურები განისაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე არსებით განხილვას 2017 წლის 27 ივლისს განაგრძობს.
პროკურატურამ შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. შოთა პაკელიანი კვლავ მოითხოვს, რომ დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში იღებდნენ მონაწილეობას.
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული რ. მ. და 1993 წელს დაბადებული ა. ს. ცხელ კვალზე დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.