ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო როგორც შპს-ს მამაო, აღნიშნული განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ გააკეთა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სასულიერო პირი 6 მაღალჩინოსნის, მათ შორის, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისგან პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. როგორც სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველო საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით აწარმოებს.
თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1992 წელს დაბადებული ო.ო. და 1985 წელს დაბადებული ჯ.ბ., გასაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
მოსამართლე გიორგი დარახველიძემ დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი არგუმენტები არ გაიზიარა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარიშვილის მიმართ, რომელიც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (18 აბი სუბოტექსის) ბრალდებით 15 მარტს დააკავეს, 27 ივნისს კი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ორ ეპიზოდში).
N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N9 სასაზღვრო სექტორის (ვახტანგისი) დასაცავ მონაკვეთზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღინისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ დეკანოზი 50-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ვ.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.